...რევნელი და შემოუწერელი, და არა ზის, არცა დგას, არცა ვალს, და რამეთუ ესე ყოველი გუამთა მათ ნივთიერთაჲ არს. ხოლო იგი ვითარ-მე არს? ვითარცა მან მხოლომან უწყის. და ამას მოასწავებს წინაჲსწარმეტყუელისა მის მიერ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „მე ჩუენებანი განვამრავლენ და ჴელთა შინა წინაჲსწარმეტყუელთაჲსა მსგავსებაჲ მოვიღე“, ესე იგი არს, ვითარმედ: განგებულებით სხუად და სხუად ვეჩუენე და არა თუ ვითარცა ვარ, ეგრეთვე განვეცხადე. რამე-თუ ვინაჲთგან ეგულებოდა მხოლოდშობილსა ძესა მისსა ჭეშმარიტითა ჴორცითა გამოჩინებად, ამისთჳს ღირს-ყვნა წინაჲსწარმეტყუელნი ხილვად მისა თჳთოეული, ვითარცა შემძლებელ იყო; თუ არა, ვითარცა არს ღმერთი, არა თუ წინაჲსწარმეტყუელთა, არამედ არცა თუ ანგელოზთა და მთავარანგელოზთა უხილავს. არამედ უკუეთუ ჰკითხო მათ ბუნებისა მისისათჳს, არარაჲ გესმეს მისთჳს, გარნა ესე, ვითარმედ: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“.
და უკუეთუ ქერობინთაგან ანუ სერაბინთა ინებო ცნობად, კუალად წმიდა არსისა იგი საიდუმლოჲ გესმეს, ვითარმედ: „სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა“, და უკუეთუ უზეშთაესთარე ძალთა ჰკითხო, ყოველთა...