მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ზაქარიასი 12:10

9. და იყოს მას დღესა შინა, ვიძიო მოსპობა ყოველთა წარმართთა მიმავალთა იერუსალჱმსა ზედა.10. და მივჰფინო სახლსა ზედა დავათისსა და დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა სული მადლისა, სიხარულისა და თანალმობისა და მოიხილონ ჩემდამო მის წილ, რომლისა მიმართ უგმირეს, და როკვიდეს და იტყებდენ მათ ზედა ტყებათა, ვითარცა საყუარელსა ზედა, და ილმონ ლმობა, ვითარცა პირმშოსა ზედა.11. მას დღესა შინა განდიდნეს იერუსალჱმსა შორის ტყებაჲ, ვითარცა ტყებაჲ ბროწეულთა ველსა ზედა მოკუეთილისაჲ.
წინასწარმეტყველება ზაქარიასი თავი 12
10. და მივჰფინო სახლსა ზედა დავათისსა და დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა სული მადლისა, სიხარულისა და თანალმობისა და მოიხილონ ჩემდამო მის წილ, რომლისა მიმართ უგმირეს, და როკვიდეს და იტყებდენ მათ ზედა ტყებათა, ვითარცა საყუარელსა ზედა, და ილმონ ლმობა, ვითარცა პირმშოსა ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ჰურიათა, რაჲთა არა დაადგრენ გუამნი იგი შაბათადმდე ჯუარსა ზედა, რამეთუ იყო დიდ დღჱ იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა განუტეხნენ წჳვნი მათნი და აღიხუნენ“ (19,31).:

...უერდსა1 და მკუდარსა მას გუამსა ჰგუემდესვე. ჵ შეგინებული იგი და ბილწი გონებაჲ! არამედ ნუ შეჰშფოთნები, ნუცა მჭმუნვარე იქმნები, საყუარელო, რამეთუ რომელსა იგინი იქმოდეს გონებითა უკეთურითა, იგი ყოველი ჭეშმარიტებასა შეეწეოდა, რამეთუ ესეცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იყო, რომელი იტყოდა: „იხილონ, რომელსაცა უგუმირეს“ (19,37), და შემდგომად ამისა სარწმუნოებისა მიზეზ იქმნებოდა ურწმუნოთათჳს, ვითარ-იგი თომას, და კუალად საიდუმლოჲ საშინელი აღესრულებოდა, რამეთუ „გარდამოეცა სისხლი და წყალი“ (19,34). და არა ლიტონად და ცუდად გამოვიდეს ორნი ესე წყარონი, არამედ ვინაჲთგან ამათ ორთა მიერ არს საიდუმლოჲ ეკლესიისაჲ, და იციან მორწმუნეთა, რამეთუ წყლითა იშვებიან და სისხლითა და ჴორცითა უფლისაჲთა იზარდებიან; ამისთჳსცა წყალსა შევჰრევთ ღჳნოსა თანა და ესრეთ შევსწირავთ მას წმიდასა ჟამისწირვასა, რაჲთა ოდეს მოუჴდებოდით წმიდასა მას ბარძიმსა, ესრეთ შეგუერაცხოს, ვი-თარმცა გუერდსა მას მეუფისასა მივეახლებოდეთ და მისგან მოვიღებდით და ესევითარითა გულისსიტყჳთა მოუჴდებოდით.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (19,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა სხუათა მიერ მესმა, არამედ თჳთ მუნ ვიყავ და ვიხილე, და ჭეშმარიტ არს ესე. რა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“ (24,30).:

...ხა საშინელად მეორედ მოსლვაჲ თჳსი? ვითარ განაფრთხვნა გონებანი მოწაფეთანი, რაჲთა აქუნდეს ნუგეშინის-ცემაჲ დიდი და იცოდინ, თუ რაოდენითა ბრწყინვალებითა გამოჩნდების მაშინ სასწაული ჯუარისაჲ, და არა სირცხჳლ-უჩნდეს ჯუარ-ცუმაჲ მისი, არცა იგლოვდენ. ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „იხილონ, რომელსაცა უგუმირეს“. ამისთჳს იტყებდენ ჰურიანი, იხილონ რაჲ, ვითარმედ ესე იგი არს, რომელსა უგუმირეს ლახურითა ჯუარსა ზედა. ხოლო აჴსენა რაჲ ჯუარი, მეყსეულად თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა“ (24,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა ეტყოდა, თუ: ვინაჲთგან ჯუარი ვაჴსენე, ნუ ჰგონებთ, თუ კუალადცა შესაწუხებელი რაჲმე ყოფად არს, რამეთუ იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი არა ჯუარსა ზედა, არამედ ღრუბელთა ზედა, ძალითა გამოუთქუმელითა და დიდებითა მრავლითა. ვითარსახედ ამაღლდა მთით ზეთისხილთაჲთ, ეგრეთვესახედ მოვიდეს ღრუბლითა, დიდითა მით დიდებითა. ხოლო ჯუარი წინაშე უვიდოდის, რაჲთა იხილონ უშჯულოთა მათ და თავით თჳსით დაისაჯნენ და იტყებდენ. გარნა არა აქამდინ ოდენ იქმნების ჭირი მათი, არამედ ტყებაჲ იგი იქმნას, რაჲთა თჳთ მათვე დასაჯნენ თავნი თჳსნი. ხოლო შემდგომი ამისი ისმინეთ, რასა იტყჳს უფალი, ისმინეთ ყოველთა...

სრულად ნახვა