მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 1:2

1. რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას;2. (რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ).3. რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამას და ძეს მისას - იესო ქრისტეს.
1 იოანე თავი 1
2. (რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ).
თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ცხორებაჲ იგი გამოცხადნა და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ და გითხრობთ თქუენ ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და გამოგჳჩნდა ჩუენ; რომელი გუესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა იესუ ქრისტესსა (1,2-3).:

თარგმანი: ვითარცა თუალით მხილველნი სიტყჳსა ჴორცშესხმულისანი ყოველთა კიდეთა უქადაგებენ ჴორცთა შესხმასა სიტყჳსასა, ვითარმედ პირველითგან მამისა თანა მყოფი, უხილავი და დაუსაბამოჲ, განცხადნა და სახილველ იქმნა ჩუენთჳს განკაცებითა, და იგი არს საუკუნოჲ ცხორებაჲ მორწმუნეთა მისთაჲ. ამისთჳსცა, რომელმან ქადაგებისა მისისა შეწყნარებითა მოიგოს ზიარებაჲ ქადაგთა მისთაჲ, მათ მიერ ზიარ იქმნეს იგი არა ხოლო ძისა, არამედ მამისაცა, რამეთუ მამისა მიახლებაჲ და შეერთებაჲ ძისა მიერ მოემადლა კაცთა ზეცად აღყვანებითა თბისა მის ჩუენგან მიღებულისაჲთა.

სააღდგომო ეპისტოლე 2022 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

„გაუწყებთ თქვენ... საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა“ ().

აღსრულდა სამოთხეში ადამისა და ევასთვის მიცემული პირობა უფლისა! სიკვდილი იძლია!

ქრისტე აღსდგა!

საკვრელი ბნელეთისა დარღვეულია და მართალთა სულნი - გამოხსნილნი!

ზეიმობს წიაღი აბრაამისა; ძეს თვისას, ყოველთა მეუფეს, შეჰხარის წინასწარმეტეყველი დავითი, იშვებს ქალწული და ყოველნი ზეციურნი ძალნი!

შემოდის დღე ძლევამოსილი და დიადი, დღე სიკვდილის დამთრგუნველი და ათასწლეულების წყევლის განმაქარვებელი.

ეშმაკი მოტყუვდა, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად მიიღო თავის წიაღში კაცობრივი სულის მქონე უფალი,- ყოვლად უცოდველი, სრული სიყვარული, სიკეთე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, რომელმაც ჯოჯოხეთში შთასვლით შემუსრა ბოროტების, ღვარძლისა და სიცრუის სამეფო.

ქრისტე აღსდგა!

„სადა არს, სიკვდილო, ნესტარი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის