თარგმანი: ესრეთ ეძიებს ზიარ-ყოფასა ღმრთისასა, რაჲთა, ვითარ-იგი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა, ეგრეთვე ჩუენ ვიქმოდით საქმეთა ნათლისათა და განვეშორნეთ საქმეთა ბნელისათა, რამეთუ ბნელსა ცოდვისასა ზიარი ღმრთისა ზიარებისაგან უცხო იქმნების.
1 იოანე 1:6
5. ეს არის აღთქმა, რომელიც ვისმინეთ მისგან, და გაუწყებთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი.6. თუ ვამბობთ, მას ვეზიარებითო და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად.7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.
1 იოანე თავი 1