მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 1:7

6. თუ ვამბობთ, მას ვეზიარებითო და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად.7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.8. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
1 იოანე თავი 1
7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.
თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას და სისხლი იგი იესუჲს ძისა მისისაჲ განგუწმედს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა (1,7).:

თარგმანი: ნათელსა შინა სლვად გულისჴმა-ჰყოფდ მოქმედებასა სათნოებათასა, რამეთუ ყოველი სათნოებაჲ თჳს და საკუთარ და ბუნებითად ღმრთისაჲ არს, ვითარ სიწმიდე და სახიერებაჲ და კაცთმოყუარებაჲ და მსგავსნი ამათნი. და რაჟამს ჩუენ მოგუეცნენ ესენი მადლით მის მიერ, მაშინ ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას და მისსა მიმართ, ხოლო მოგუეცემის მაშინ, რაჟამს მოსწრაფედ ვეძიებდეთ.

მაქსიმესი: ნათელ ნათელსა შინა მყოფ არს ღმერთი მამაჲ ძისა შორის და სულისა. არა სხუაჲ და სხუაჲ ნათელი, არამედ — ერთი ნათელი, ერთობისათჳს არსებისა და ბუნებისა; ხოლო განყოფილი —თჳთებისათჳს და შეურევნელობისა გუამთაჲსა; რაჲთა ცხად იყოს სამთა ნათელთა ერთბრწყინვალებაჲ. და კუალად, სახისმეტყუელებით ნათელსა შინა ყოფად ღმრთისა ითქუმის, რაჟამს ჩუენ ნათელ ვიქმნნეთ მადლით, მოგებითა სათნოებათაჲთა, და მან თავადმან სავანე ყოს ჩუენ შორის, ვითარცა ბუნებითმან ნათელმან მადლით მის მიერ განათლებულთა შორის.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის