მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 1:8

7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.8. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.
1 იოანე თავი 1
8. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ — ცოდვაჲ არა გუაქუს, - თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა (1,8).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "სისხლი იესუჲსი განმწმედს ჩუენ" (), აწ ჰურიათა თანამდებ ჰყოფს ბრალისა, რომელნი ჴმობდეს: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" (). ვითარმედ, უკუეთუ ესე გგონიეს თუ არად ცოდვა არს მკლველობაჲ ქრისტესი, და შესაძლებელ არს სხუებრ განწმედაჲ ჩუენი ცოდვათაგან თჳნიერ სისხლისა მისისა, უწყოდეთ, რამეთუ სცთებით, და განვრდომითა ჭეშმარიტებისაგან ღმრთისაგან განჰვარდებით, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი ჭეშმარიტებაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის