თარგმანი: არა ჴორციელთა ჰასაკთა ზედა, არამედ სულიერთა წესთა და სათნოებათა ჰასაკსა სამად მწყობრად განჰყოფს სავსებასა მორწმუნეთასა, და ორ-გზის მოაქცევს სახელის-დებასა მათსა, რაჲთა მეორედ მოქცევითა მათვე სახელთაჲთა პირველნი იგი თარგმნნეს. რამეთუ შვილ უწოდს ქრისტეს მიერ ჩჩჳლთა, რომელთა-იგი მეორედ ყრმადცა სახელ-სდებს, ვითარცა მიტევებისა ცოდვათაჲსა მიმღებელთა მეცნიერებითა ბუნებით შემოქმედისა და მადლით მამისა, ყოველთა ღმრთისაჲთა. რამეთუ ესე პირველი დასი არს ახალმოსრულთაჲ სარწმუნოებად, ხოლო მეორე მწყობრ არიან მამანი, რომელ არიან მოხუცებულნი, რომელთა წარევლოს ჰასაკი საღმრთოდ ზრდილობისაჲ და მიეღოს სრულებაჲ ჰასაკსა შინა მრავალ-ჟამეულისა საღმრთოდ მოქალაქობისასა, და არღარა იყვნენ ჟამსა ბრძოლისა და შრომისასა, არამედ შუენოდის მამებრივ განსუენებაჲ, ვითარცა საღმრთოდ დამაშურალთა. ამათ მეორედ დასად დააწესებს ეკლესიისა. ხოლო მესამე და უზეშთაეს არიან ჭაბუკნი, რომელნი არცა საჩჩოებითა უსრულ, არცა სიბერითა დაჴსნილ იყვნენ, არამედ ჟამსა ოდენ იყვნენ სულიერისა მის ჰასაკისა ქრისტეს სავსებისასა, და განმტკიცებულებითა მათ შორის სიტყჳსა ღმრთისაჲთა მძლე ექმნებოდინ...
1 იოანე 2:12
11. ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი.12. ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანი.13. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი.
1 იოანე თავი 2