მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 2:13

12. ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანი.13. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი.14. ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ეს მოგწერეთ, ჭაბუკნო, რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი.
1 იოანე თავი 2
13. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მივსწერ თქუენდა, შვილნო, რამეთუ მიგეტევებიან თქუენ ცოდვანი თქუენნი სახელითა მისითა. მივსწერ თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ გიძლევიეს ბოროტისადა. მივსწერ თქუენდა, ყრმანო, რამეთუ იცანთ მამაჲ. მივწერე თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივწერე თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ ძლიერ ხართ და სიტყუაჲ ღმრთისა თქუენ თანა დადგრომილ არს და გიძლევიეს ბოროტისადა (2,12-14).:

თარგმანი: არა ჴორციელთა ჰასაკთა ზედა, არამედ სულიერთა წესთა და სათნოებათა ჰასაკსა სამად მწყობრად განჰყოფს სავსებასა მორწმუნეთასა, და ორ-გზის მოაქცევს სახელის-დებასა მათსა, რაჲთა მეორედ მოქცევითა მათვე სახელთაჲთა პირველნი იგი თარგმნნეს. რამეთუ შვილ უწოდს ქრისტეს მიერ ჩჩჳლთა, რომელთა-იგი მეორედ ყრმადცა სახელ-სდებს, ვითარცა მიტევებისა ცოდვათაჲსა მიმღებელთა მეცნიერებითა ბუნებით შემოქმედისა და მადლით მამისა, ყოველთა ღმრთისაჲთა. რამეთუ ესე პირველი დასი არს ახალმოსრულთაჲ სარწმუნოებად, ხოლო მეორე მწყობრ არიან მამანი, რომელ არიან მოხუცებულნი, რომელთა წარევლოს ჰასაკი საღმრთოდ ზრდილობისაჲ და მიეღოს სრულებაჲ ჰასაკსა შინა მრავალ-ჟამეულისა საღმრთოდ მოქალაქობისასა, და არღარა იყვნენ ჟამსა ბრძოლისა და შრომისასა, არამედ შუენოდის მამებრივ განსუენებაჲ, ვითარცა საღმრთოდ დამაშურალთა. ამათ მეორედ დასად დააწესებს ეკლესიისა. ხოლო მესამე და უზეშთაეს არიან ჭაბუკნი, რომელნი არცა საჩჩოებითა უსრულ, არცა სიბერითა დაჴსნილ იყვნენ, არამედ ჟამსა ოდენ იყვნენ სულიერისა მის ჰასაკისა ქრისტეს სავსებისასა, და განმტკიცებულებითა მათ შორის სიტყჳსა ღმრთისაჲთა მძლე ექმნებოდინ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის