თარგმანი: სამთავე მათ ზემო თქუმულთა დასთა ეკლესიისათა ერთბამად ამას მიუწერს, რაჲთა სოფელსა შინა ზეშთა სოფლისა იყვნენ, და ვითარმედ არა ბუნებითი არს, არცა დამბადებელისა მიერ დანერგული ბუნებასა შინა ჩუენსა ვნებულებით გულისთქუმაჲ რაჲსაჲცა, გარეგანი და ნამეტნავი საჭიროჲსა საჴმრისაჲ. ამისთჳს, რომელი სოფლისა ამაოებასა მიედევნოს, და გარეგან ბუნებითისა მის წესისა იქმნეს, ესევითარი-იგი განეშორების სიყუარულსა მადლით მამისა და ბუნებით შემოქმედისა და დამბადებელისა თჳსისა ღმრთისასა. რამეთუ არა დაადგრა წესსა მას ზედა, ვითარ-იგი მის მიერ დაბადებულ იყო. ამისსა შემდგომად წარმავალობითა სოფლისაჲთა და წარუვალობითა საუკუნოჲსაჲთა წადიერ გუყოფს ლტოლვად წარმავალთაგან და შედგომად ნებასა ღმრთისასა, რაჲთა მის თანა გუადიდნეს საუკუნესა, რამეთუ ესრეთ პატივ-სცემს იგი ყოველთა მოშიშთა მისთა.
1 იოანე 2:17
16. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.17. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.18. ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.
1 იოანე თავი 2