მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 2:18

17. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.18. ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.19. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.
1 იოანე თავი 2
18. ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.
თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყრმანო, უკუანაჲსკნელი ჟამი არს. და ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს, და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაჲცა უწყით, ვითარმედ უკუანაჲსკნელი ჟამი არს (2,18).:

თარგმანი: ასწავა რაჲ მოგებისათჳს კეთილთა საქმეთაჲსა და სიძულილისათჳს წარმავალისა ამის სოფლისა, აწ ჟამისაცა უკუანაჲსკნელობითა შეაძრწუნებს ქრისტეს მიერ ჩჩჳლთა, ვითარმცა მოაჴსენებდა, ვითარმედ, დაღაცათუ ჟამ რავდენმე ჰყოვნის ზოგადი აღსასრული ყოვლისა სოფლისაჲ, არამედ მოგუეახლების დღითი-დღე აღსასრული კაცად-კაცადსა. და უკუეთუ ვიტყოდით, ვითარმედ ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ ანტისაჲ, არამედ აჰა აწცა გამოჩინებულ არიან წვალებანი, მოყუასნი და მსგავსნი მისნი. ამისთჳს განიფრთხვეთ შიშითა აღსასრულისა მახლობელობისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის