თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ რაჲ ესე წარმოვთქუ, წინა-განსაკრძალებელად ყოფადთა წვალებათა წარმოვთქუ, ხოლო თქუენ ამას გეტყჳ, რაჲთა არარაჲთ ქუეყნიერითა და მიწისა ზრუნვათაგანითა შეამრღჳოთ საცხორებელად თქუენდა მოცემული იგი ქრისტეს მიერ საცხებელი სულისა წმიდისაჲ, და ვერცა ერთითა რაჲთ მძლე გექმნეს თქუენ ეშმაკი, რაჟამს სული წმიდაჲ გაქუნდეს მოძღურად და მასწავლელად ყოველსა შინა ცხორებასა თქუენსა, ყოვლისავე ღმრთისმსახურებით და კრძალულებით მოქალაქობისა. და უკუეთუ ეგრეთ მოძღურებასა ზედა მისსა, არასადა გრცხუენეს, არამედ კადნიერებით დასდგეთ წინაშე პირსა დიდებით მოსლვისა თუალ-უხუავისა მის მსაჯულისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
1 იოანე 2:26
25. ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, არის საუკუნო სიცოცხლე.26. თქვენი მაცთუნებლების გამო მოგწერეთ ეს.27. თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით.
1 იოანე თავი 2