თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ რაჲ ესე წარმოვთქუ, წინა-განსაკრძალებელად ყოფადთა წვალებათა წარმოვთქუ, ხოლო თქუენ ამას გეტყჳ, რაჲთა არარაჲთ ქუეყნიერითა და მიწისა ზრუნვათაგანითა შეამრღჳოთ საცხორებელად თქუენდა მოცემული იგი ქრისტეს მიერ საცხებელი სულისა წმიდისაჲ, და ვერცა ერთითა რაჲთ მძლე გექმნეს თქუენ ეშმაკი, რაჟამს სული წმიდაჲ გაქუნდეს მოძღურად და მასწავლელად ყოველსა შინა ცხორებასა თქუენსა, ყოვლისავე ღმრთისმსახურებით და კრძალულებით მოქალაქობისა. და უკუეთუ ეგრეთ მოძღურებასა ზედა მისსა, არასადა გრცხუენეს, არამედ კადნიერებით დასდგეთ წინაშე პირსა დიდებით მოსლვისა თუალ-უხუავისა მის მსაჯულისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
1 იოანე 2:28
27. თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით.28. ასე რომ, შვილებო, დარჩით მასში, რათა მისი გამოცხადებისას თამამად ვიყოთ და არ შევრცხვეთ მის წინაშე, როდესაც მოვა.29. თუკი იცით, რომ მართალია, ისიც იცოდეთ, რომ მის მიერაა შობილი სიმართლის ყველა მოქმედი.
1 იოანე თავი 2