თარგმანი: წმიდანი წერილნი უმრავლესსა ადგილსა არა ლიტონსა რასმე ქონებასა მეცნიერებისასა, არამედ საქმითსა თჳსებასა და მსგავსებასა უწოდენ ღმრთისმეცნიერება. აწ უკუე, რომელი საუფლოთა მცნებათა არა იმარხვიდეს, არცა საქმით ემსგავსებოდის ძალისაებრ მამასა თჳსსა ზეცათასა, ესევითარსა მას არღა უცნობიეს ღმერთი, ვითარ-იგი ჯერ-არს, არცა ცნობილ არს მის მიერ. ამისთჳს სამართლად ესმის მისგან: არა გიცი, ვინაჲ ხარ, განმეშორე ჩემგან, მოქმედო უშჯულოებისაო.
1 იოანე 2:3
2. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.3. იმით გავიგებთ, რომ შევიცნეთ იგი, თუ დავიმარხავთ მის მცნებებს.4. ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.
1 იოანე თავი 2