თარგმანი: ესე არს ცნობაჲ ღმრთისაჲ — დაცვაჲ მცნებათა მისთაჲ; და ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა საქმით აღვასრულეთ სიტყუანი ბრძანებათა მისთანი. და ესე არს ქრისტეს თანა ყოფაჲ, რაჲთა, ვითარ-იგი სიმდაბლით და ჭირთა თავს-დებით იქცეოდა ქუეყანასა ზედა კაცთა შორის, მათვე კუალთა ვიდოდით სიმდაბლისა და სახიერებისა მისისათა, რომელმან-იგი ყოველივე თავს-იდვა ჩუენთჳს, ვიდრე სიკუდიდმდე, რამეთუ ამისსა თანამდებ გუყოფს ჩუენ ღმრთისმეტყუელი და მახარებელი, რაჲთა, უკუეთუ გუენებოს არა-განშორებაჲ მისი ჩუენგან, მათვე კუალთა მოსწრაფე ვიყვნეთ შედგომად, რომელთაჲ სახე მოგუცა ჩუენ თავისა მიერ თჳსისა სიტყუამან, ჩუენთჳს განჴორციელებულმან და სიკუდიდ მიცემულმან.
1 იოანე 2:4
3. იმით გავიგებთ, რომ შევიცნეთ იგი, თუ დავიმარხავთ მის მცნებებს.4. ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.5. ხოლო ვინც იმარხავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულა ღვთის სიყვარული; ამით შევიცნობთ, რომ მასში ვართ.
1 იოანე თავი 2