თარგმანი: ესე არს ცნობაჲ ღმრთისაჲ — დაცვაჲ მცნებათა მისთაჲ; და ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა საქმით აღვასრულეთ სიტყუანი ბრძანებათა მისთანი. და ესე არს ქრისტეს თანა ყოფაჲ, რაჲთა, ვითარ-იგი სიმდაბლით და ჭირთა თავს-დებით იქცეოდა ქუეყანასა ზედა კაცთა შორის, მათვე კუალთა ვიდოდით სიმდაბლისა და სახიერებისა მისისათა, რომელმან-იგი ყოველივე თავს-იდვა ჩუენთჳს, ვიდრე სიკუდიდმდე, რამეთუ ამისსა თანამდებ გუყოფს ჩუენ ღმრთისმეტყუელი და მახარებელი, რაჲთა, უკუეთუ გუენებოს არა-განშორებაჲ მისი ჩუენგან, მათვე კუალთა მოსწრაფე ვიყვნეთ შედგომად, რომელთაჲ სახე მოგუცა ჩუენ თავისა მიერ თჳსისა სიტყუამან, ჩუენთჳს განჴორციელებულმან და სიკუდიდ მიცემულმან.
1 იოანე 2:6
5. ხოლო ვინც იმარხავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულა ღვთის სიყვარული; ამით შევიცნობთ, რომ მასში ვართ.6. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისე უნდა იაროს, როგორც იარებოდა იგი.7. საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველ მცნებას, რომელიც გქონდათ დასაბამიდან; ძველი მცნება არის სიტყვა, დასაბამიდან რომ ისმინეთ.
1 იოანე თავი 2