თარგმანი: იხილე, რამეთუ რაჟამს სათნოებაჲ ვყოთ, —ღმრთისაგანად, ხოლო რაჟამს სიბოროტე ვქმნათ, — უკეთურისაგანად ვითქუმით; ვითარ-ესე აწ კაენ, ღმრთისა მიერ დაბადებული, არათუ ბუნებითა, არამედ საქმეთა მისთა ბოროტებითა უკეთურისაგანად ითქუმის, ვითარ დასაბამ და დამწყებელ ქმნილი სიკუდილისაჲ და მასწავლელელი კაცთაჲ მოსისხლეობისა და ძმის მკლველობისაჲ, რომელი-იგი ქმნა შურისა მიერ და სიძულილისა.
1 იოანე 3:12
11. რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.12. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა - მართალი.13. ნუ გიკვირთ, ძმანო, თუ ქვეყანას სძულხართ.
1 იოანე თავი 3