თარგმანი: არა, ვითარ-იგი ვიეთმე გულისჴმა-ყვეს, მიწისაგანობაჲ ბუნებისაჲ მაყენებს ჩუენ, რაჲთა ღმრთისაგან ვიყვნეთ, არამედ არა-მსგავსებაჲ მისი სათნოებითა. რამეთუ მისგანობაჲ ჩუენი ბუნებითადცა ითქუმის, რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ. ხოლო აწ სათნოებათა მიერითა მსგავსებითა მადლით მისგანობად გუაწუევს სიყუარულითა მოყუასთაჲთა, რამეთუ მან თავადმან ესე აღგჳთქუა, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, რაჟამს იყუარებოდით ურთიერთას" ().
1 იოანე 3:11
10. ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი.11. რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.12. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა - მართალი.
1 იოანე თავი 3