მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 3:14

13. ნუ გიკვირთ, ძმანო, თუ ქვეყანას სძულხართ.14. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.15. ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული.
1 იოანე თავი 3
14. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს (3,14).:

თარგმანი: ვიეთნი ჩუენ? - არამედ მსმენელნი სიტყჳსა ღმრთისანი; აწვე, პირველ სიკუდილისა, ამიერ მიცვალებულ ვართ; და ესე სიტყუამან ღმრთისამან გუაუწყა, რაჟამს თქუა: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რომელმან სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, არა იხილოს მან სიკუდილი, არამედ მიიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად. ამისთჳსცა ურჩი ბრძანებათა მისთაჲ სიკუდილსა შინა დაშთების, ვითარცა სამარადისოდ მოუქცეველი ცოდვათა მოქმედებისაგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის