თარგმანი: ვითარ-იგი მაცხოვარი ძირითურთ აღმოჰფხურის ვნებათა, რამეთუ გულისთქუმად გუაყენებს მრუშებისათჳს, ხოლო განრისხებად - კაცის-კლვისათჳს, ეგრეთვე აწ ღმრთისმეტყუელი, ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ სიძულილისაგან იშვების კაცის-კლვაჲ, კაცისმკლველ უწოდს ძმის მოძულესა, რაჲთა ბოროტებითა სახელისაჲთა ძირითურთ აღმოჰფხურას სიბოროტე საქმისაჲ და შეგუაძრწუნნეს განვრდომითა საუკუნოჲსა ცხორებისაგან. ესე თჳთ თავადი არს უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელი-იგი არა დაიმკჳდრებს ძმათ-მოძულეთა შორის, ვითარცა თჳთ ბუნებით სიყუარული.
1 იოანე 3:15
14. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.15. ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული.16. იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება.
1 იოანე თავი 3