თარგმანი: ყოველივე სახედ და საცხორებელად ჩუენდა ყო ქრისტემან. საიდუმლოჲ ჴორცთშესხმისა და ვნებისა თჳსისაჲ, რაჲთა, რაჲ-იგი მან არა უღირს-იჩინა ჩუენთჳს თავს-დებად, არცა ჩუენ უღირს-ვიჩენდეთ ყოვლისავე მის ყოფად და თავს-დებად ძმათა და მოყუასთა ჩუენთათჳს.
1 იოანე 3:16
15. ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული.16. იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება.17. ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული?
1 იოანე თავი 3