მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 4:1

1. საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.2. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის.
1 იოანე თავი 4
1. საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად. ამით უწყოდეთ სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან, რომელმან არა აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს, და ყოველმან სულმან, რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს (4,1-3).:

თარგმანი: შემდგომად ქრისტეს ზეცად ამაღლებისა, მყის მრავალთა ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთა და ცრუ-მოციქულთა ფრიადნი წვალებანი შემოიხუნეს სოფლად, რომელთა აწ განაქიქებს. რამეთუ იყვნეს ვინმე, რომელთა თქუეს, ვითარმედ ოცნებით ჩემებითა კაცებისაჲთა ზეცით გარდამოიხუნა ჴორცნი უფალმან, რომელთა წვალებაჲ განიჩემეს მანიქეველთა. ამისთჳს მოციქული განგდებულ ჰყოფს ღმრთისაგან, უვარის-მყოფელთა ქრისტეს ჴორცთშესხმისათა, და მათ ხოლო უწოდს ღმრთისა მიერად, რომელთა აღიარონ და ქადაგონ ჭეშმარიტებით ჩუენ კაცთაგან მიღებითა ჴორცთაჲთა განკაცებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ. ხოლო აღსაარებასა თანა მართალსა უჴმს სრულებაჲმცა მცნებათა მისთა მორჩილებისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის