თარგმანი: შემდგომად ქრისტეს ზეცად ამაღლებისა, მყის მრავალთა ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთა და ცრუ-მოციქულთა ფრიადნი წვალებანი შემოიხუნეს სოფლად, რომელთა აწ განაქიქებს. რამეთუ იყვნეს ვინმე, რომელთა თქუეს, ვითარმედ ოცნებით ჩემებითა კაცებისაჲთა ზეცით გარდამოიხუნა ჴორცნი უფალმან, რომელთა წვალებაჲ განიჩემეს მანიქეველთა. ამისთჳს მოციქული განგდებულ ჰყოფს ღმრთისაგან, უვარის-მყოფელთა ქრისტეს ჴორცთშესხმისათა, და მათ ხოლო უწოდს ღმრთისა მიერად, რომელთა აღიარონ და ქადაგონ ჭეშმარიტებით ჩუენ კაცთაგან მიღებითა ჴორცთაჲთა განკაცებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ. ხოლო აღსაარებასა თანა მართალსა უჴმს სრულებაჲმცა მცნებათა მისთა მორჩილებისაჲ.
1 იოანე 4:2
1. საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.2. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის.3. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად.
1 იოანე თავი 4