თარგმანი: ვინაჲთგან არა თუალით ხილულად, არამედ უხილავად და საცნაურად იქმნების ჩუენ შორის დამკჳდრებაჲ ღმრთისაჲ, ამისთჳს ამას მოგუცემს მაუწყებელად, რაჲთა უწყოდით ჩუენ შორის ყოფაჲ მისი, უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას და ვჰბაძვიდეთ მისსა მას ჩუენდა მომართ სიყუარულსა და ძალისაებრ გარდავიჴდიდეთ თანა-ნადებსა მოყუასთა და ძმათა ჩუენთა მიმართ ჩუენებითა სიყუარულისაჲთა.
1 იოანე 4:11
10. სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ, და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად.11. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.12. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.
1 იოანე თავი 4