მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 4:12

11. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.12. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.13. იმით შევიცნობთ, რომ მასში ვმკვიდრობთ, ხოლო ის - ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა ჩვენ.
1 იოანე თავი 4
12. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.
თავი ე̂. ძმათმოყუარებისათჳს და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული. ღმერთი არა სადა ვის უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მისი ჩუენ შორის აღსრულებულ არს (4,11-12).:

თარგმანი: ვინაჲთგან არა თუალით ხილულად, არამედ უხილავად და საცნაურად იქმნების ჩუენ შორის დამკჳდრებაჲ ღმრთისაჲ, ამისთჳს ამას მოგუცემს მაუწყებელად, რაჲთა უწყოდით ჩუენ შორის ყოფაჲ მისი, უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას და ვჰბაძვიდეთ მისსა მას ჩუენდა მომართ სიყუარულსა და ძალისაებრ გარდავიჴდიდეთ თანა-ნადებსა მოყუასთა და ძმათა ჩუენთა მიმართ ჩუენებითა სიყუარულისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის