მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 4:18

17. ამის წყალობით სიყვარულმა იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში (რათა გულდანდობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს), რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად.18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.19. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.
1 იოანე თავი 4
18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.
თავი ე̂. ძმათმოყუარებისათჳს და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა. ჩუენ გჳყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ (4,18-19).:

თარგმანი: რომელმან ღმერთი მის შორის შეიწყნაროს ნიჭითა მით სულისა წმიდისაჲთა ქრისტეს მიერ, ესევითარსა მას არღარა ვისგან ეშინის, რამეთუ მიუღიეს ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა.

მაქსიმესი: ახლად მოსრულისადა საჴმარ არს შიში მომაქცეველად ბოროტისაგან, ხოლო საშუვალსა ქმნითა კეთილისაჲთა შეექმნების ჩუეულებაჲ წესიერად და სათნოდ მოქალაქობისაჲ. და შორის მდგომარე არს იგი შიშისა და სიყუარულისა. ხოლო სრულ-ქმნილსა საღმრთოჲთა გულისჴმისყოფითა სრულებით წარუმართებიეს თავი იგი კეთილთაჲ, რაჲთა არღარა შიშისათჳს, ვითარცა მონაჲ, ანუ სასყიდლისათჳს, ვითარცა მუშაკი, არამედ სიყუარულისათჳს, ვითარცა ძე, ჰმსახურებდეს ღმერთსა. გარნა ორნი იგი პირველ თქუმულნი საზომნი, დაღაცათუ მესამისასა უმდაბლეს არიან, არამედ თჳსსა ჟამსა იგინი უსაჴმარეს არიან, რამეთუ მოშიში დაღაცათუ უდარეს არს მოყუარისასა, არამედ იგიცა ჟამიერად იჴუმევს შიშსა, რაჲთა თჳსსა ჟამსა აღვიდეს საზომსაცა სიყუარულისასა და მიიწიოს მონებისაგან პატივსა შვილებისასა. რამეთუ ჯერე ეგრეთვე არს, რაჲთა მოვიგოთ სიყუარული მისი, რომელმან-იგი...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2022 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...შდრ. მთ. 10,18).

ღვთის შიში უფალთან სიახლოვით მტკიცდება, უფრო აღმატებულ სულიერ მდგომარეობაში კი მას სრული სიყვარული ცვლის, როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: „სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული განდევნის შიშს, ... ხოლო ვისაც შიში აქვს, არასრულქმნილია სიყვარულში" ().

სრულქმნილი სიყვარულის მიღწევისათვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა საეკლესიო მსახურება გულისხმობს უფლისადმი ვედრებას: „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ, ღმერთო, მადლითა შენითა“

მოციქული გვარიგებს, - ილოცეთ მუდამ (), რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას.

ეს არის „უფალო, შეგვიწყალენ.“

თქვენი ყოველდღიური ლოცვების გარდა, იმეორეთ იგი გულში ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.

ეს ორი სიტყვა ღრმა აზრის შემცველია; მისი საშუალებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთს ვართ მინდობილნი და მას შევთხოვთ მფარველობას, რომ ცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს მისი მოწყალებისა, ვაღიარებთ იმასაც, რომ მის გარეშე ვერც სულიერ სიბრძნეს შევიძენთ და ვერც ბოროტს დავამარცხებთ.

ასე რომ, გამუდმ...

სრულად ნახვა