თარგმანი: სოფლად და სოფლისაგანად აწინდელსა ამას ადგილსა ბოროტთა კაცთა უწოდს, და მძლედ ესევითარისა მის სოფლისა იტყჳს შვილთა ღმრთისათა, რომელთა შორის მყოფ არს ღმერთი მამაჲ ძისა მიერ და სულისა. ხოლო სოფლისაგანთა მათ შორის განისუენებს ეშმაკი და თჳსნი თჳსთა ჰყუარობენ: სოფლის მოყუარენი ისმენენ სოფლისაგანთასა და ურჩ არიან ღმრთივ მოვლინებულთა მათ, ხოლო ჭეშმარიტნი ღმრთისმეცნიერნი მორჩილებით შეუდგან მოძღუართა მათ მათთა და ქადაგთა ჭეშმარიტებისათა.
1 იოანე 4:5
4. თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად.5. ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ.6. ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას.
1 იოანე თავი 4