1.გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.2.გააფართოვე შენი კარვის ადგილი და გადაჭიმონ შენი ჩარდახების გადასახურავნი. ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი თოკები და გაამაგრე შენი პალოები.3.რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი, შენი მოდგმა ხალხებს დაიმკვიდრებს და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებენ.4.ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები; ნუ დაიმალები, რადგან არ იქნები შეგინებული, რადგან დაივიწყებ ყრმობისდროინდელ სირცხვილს და შენი ქვრივობის მოყივნებას აღარ გაიხსენებ.5.რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად წოდებული.6.რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს, გაშვებულს და სულგამწარებულს, როგორც ყრმობისდროინდელ ცოლს, შეძულებულს, ამბობს შენი ღმერთი.7.მცირე ხნით მყავდი მიტოვებული და დიდი შებრალებით შეგკრებ.8.ერთწამს რისხვით დავიფარე სახე შენგან და საუკუნო წყალობით შეგიბრალებ, ამბობს შენი გამომსყიდველი უფალი.9.რადგან ეს ნოეს წყლებია ჩემთვის: როგორც დავიფიცე, რომ აღარ მოვავლენდი ნოეს წყლებს ქვეყანაზე, ასე ვფიცავ, რომ აღარ განვრისხდები შენზე და აღარ დაგემუქრები.10.რადგან მთები შეიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი შენდამი წყალთბა კი არ შეიძვრის და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, ამბობს შენი მწყალობელი უფალი.11.დაჩაგრულია, ქარნაცემო, უნუგეშებელო! აჰა, შემოგიშენებ კედლებს ძვირფასი ქვებით და საფუძვლად საფირონს დაგიდებ.12.ლალის ქონგურებს და ელვარე ქვის კარიბჭეებს გაგიკეთეა, მთელი გალავანი პატიოსანი ქვებისგან გექნება.13.შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა.14.სიმართლით განმტკიცდები, შორს იქნები გასაჭირისგან, რადგან არაფრის შეგეშინდება, და საფრთხისაგან, რადგან არ მოგეკარება.15.კი მოგიხდებიან, მაგრამ არა ჩემგნით; შენი მომხდური შენს წინაშე დაეცემა.16.აჰა, მე შევქმენი მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლის მუგუზლებს და ჭედავს იარაღს თავისი ხელობით. მევე შევქმენი დამღუპველი, რომ ანადგუროს.17.ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება და ყოველ ენას, შენს წინააღმდეგ აღმდგარს სამსჯავროზე, გაამტყუნებ. ესაა წილხვედრი უფლის მორჩილთა და მათი გამართლება ჩემგნით, ამბობს უფალი.
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა:
მცირედითა ჟამითა დაგიტევე შენ, მაგრამ დიდითა წყალობითა შეგიწყნარებ შენ ()
დღეს მსოფლიო სიხარულის დღეა, დღესასწაულობს სიცოცხლე, სიკვდილისა დამთრგუნველი და ამიტომაც უფრო მეტად გულშიჩამწვდომი და საზეიმოა წინასწარმეტყველი ოსიას სიტყვები: „სადა არს ძლევა შენი, სიკვდილო, სად არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო“ (
...მისთჳს, რომელსა პირველ ბერწ ერქუა, აღივსნეს ეზონი მისნი სიმრავლითა ნაშობთაჲთა, რომელთა შორის განსცხრების ათძალითა შემასხმელითა, ვითარცა დედაჲ შვილთა მიერ სახარულევანი, რამეთუ შეიწყნარა ხარებული იგი ესაია ჴმამაღლისაჲ, რომელ თქუა: „იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ღაღად-ყავ, რომელსა არა გელმოდა“. ; ამისთჳსცა ნაკადულნი დიან საღმრთოჲსა მის ცუარისა და წყლისა ცხოველისანი საყოფელთა შორის სიონისათა, რომელ არიან ქადაგებანი მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთანი და წმიდათა მღდელთმოძღუართანი, რომელთა შორის სავანე-ყო მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან მამით და სულით წმიდითურთ.
ამისთჳს არა ღირს წოდებად მათა სწორ კაცთა, არამედ მოდასედ უჴორცოთა ზეცისათა, რომელთა მსგავსად ორბისა ფრთოვან-ქმნეს გონებაჲ მათი სიმაღლედ მიმართ სამყაროჲსა და ვითარცა ღრუბელთა აცურიეს სოფელსა ცუარი ღმრთისმეცნიერებისაჲ, და აღორძნდა ნაყოფი მართლისა სარწმუნოებისაჲ უმეტეს პირველისა.
რამეთუ შორის მისა ვითარცა ღუარძლი განარჩიეს ნერგი იგი სიმწარისაჲ, სარწმუნოებაჲ მჴეცებრ განბოროტებულთა მწვალებელთაჲ, რომელნი განცოფნეს სიბრძნესა შინა ამის სოფლისასა, ხოლო სილაღითა მით უკეთურებისა თჳსისაჲთა არა თავს-იდვეს მორჩილებაჲ სწავლასა მ...
.... და იხილე, რაოდენი ქებით დაუდგინა მათ ღმერთი ამ საქმის მასწავლებლად.
ადამიანისგან სწავლა არ გჭირდებათო, ამბობს.ამასვე ამბობს წინასწარმეტყველიც: „და ყოველნი ძენი შენნი განსწავლულნი ღმრთისანი" ().რადგან, ამბობს: „თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს" ().რადგან „და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა" (), და სხვათა ყველას მიმართაცო, ამბობს.ეს სიტყვები ძალზე შემარცხვენელია და იმ საქმის აღსასრულებლად უბიძგებს.და უბრალოდ კი არ ვამბობ, რომ ღმრთივ სწავლულნი ხართ, არამედ ვიცი იმ საქმეებიდან, რასაც აკეთებთ.და ამის გამო მრავალი მოწმობა მისცა მათ.შემდეგ ამბობს: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა" (...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...ღაცათუ დიდთა სასწაულთა იქმოდის, მადლი ქრისტესი იქმს ყოველსავე; და რომელ-იგი ყოველთა ზედა მიიწია მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ, მისი საქმე არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და შუამდგომელ იქმნა ღმრთისა და კაცთა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იყვნენ ყოველნი ღმრთივსწავლულ“. ; აწ უკუე სანატრელ არს ჭეშმარიტად და თაყუანისსაცემელ ცხოელსმყოფელი ჯუარი ქრისტესი, რომლისა მიერ სიკუდილი განქარდა, და ეშმაკი მოიკლა, და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა.
დიდებაჲ შენდა, სიტყუაო ღმრთისაო, ღმერთო ჭეშმარიტო, სიბრძნეო და ძალო მამისაო, რომელმან მრავალღონე იგი მძლავრი შეჰმუსრე და ამპარტავანი იგი ქედი მისი დაჰკაფე და მოგუეც ძალი დათრგუნვად მისა.
კაცთმოყუარეო და სახიერო მეუფეო, შენ ტყუეობისაგან გჳჴსნენ ჩუენ და მონებისაგან ცოდვისა განგუათავისუფლენ სიკუდილითა შენითა.
მშჳდობისმყოფელო, მოწყალეო, ძეო ღმრთისაო ჭეშმარიტო, შენ შვილ ღმრთისა გუყვენ ჩუენ და დამაგენ მამასა შენსა, რამეთუ მტერობაჲ იგი ჴორცითა შენითა განაქარვე.
მდიდარო მაცხოვარო, მეუფეო ტკბილო, შენ დაჰგლახაკენ ჩუენთჳს, რაჲთა სიგლახაკითა შენითა ჩუენ განვმდიდრდეთ, და სასუფეველი მოგუანიჭე ჩუენ.
დამბადებელო ყოველთაო, სიტყუაო მამისაო, შენ მეორედ დამბადენ ჩუენ და განმაახლენ დაძუელე...