თარგმანი: ამის ქველის-მოქმედებისა მარადის ჴსენებაჲ გჳღირს, რაჲთა, ვითარ-იგი არა ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ მან პირველად შემიყუარნა. და ესე იყო საზღვარი გარდამატებულისა სიყუარულისაჲ, ვითარ მხოლოდშობილსა თჳსსა არა ჰრიდა სიკუდიდ მიცემად ჩუენთჳს, ეგრეთვე ჩუენ ნუ პირველად მოყუასთაგან ვეძიებთ ჩუენებასა სიყუარულისასა. არამედ ჩუენ პირველად შევიყუარნეთ ძმანი ჩუენნი; არა ვითარმცა ნაცვალსა გარდავიჴდიდით მათისა სიყუარულისასა, არამედ ვითარმცა შჯულსა აღვასრულებდით სამეუფოსა ურთიერთას დაცვითა საღმრთოჲსა მის შვილებისა და ძმობისა და ძალისაებრ მსგავსებისასაცა ბუნებით შემოქმედისა და მადლით მამისა ჩუენისა, ღმრთისა ყოველთა დამბადებელისა და ყოვლისავე ჩუენთჳს განმგებელისასა.
1 იოანე 4:9
8. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.9. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ.10. სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ, და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად.
1 იოანე თავი 4