მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 4:8

7. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის; ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს.8. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.9. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ.
1 იოანე თავი 4
8. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს, და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი, რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს (4,7-8).:

თარგმანი: რომლითაცა სახითა სათნოებისაჲთა ვემსგავსნეთ ღმერთსა, ნაშობ მისსა გუეწოდების, და მეცნიერებასა სიტყჳთსა და აღსაარებითსა საქმითი მორჩილებაჲ მცნებათა მისთაჲ საძიებელ იქმნების. ხოლო უფროჲს ყოველთა ურთიერთას სიყუარულითა ვემსგავსებით მას, რომელსა-იგი სიყუარულ უწოდიან უფროჲს ყოვლისა სახელისა, მისდა განკუთნვილისა. გარნა ამიერ გჳჴმს ფრიადი კრძალულებისა ქონებაჲ, რაჲთა არა მტყუარ ანუ საეშმაკო იყოს სიყუარული ჩუენი, ვითარ-იგი არს ბოროტებასა ზედა შეთქუმულთა მოყუასთაჲ, არამედ ყოვლითურთ წმიდად და უბიწოდ ჯერ-არს დამარხვაჲ სიყუარულისაჲ, შეუხებელად ყოვლისაგან სივერაგისა და მზაკუვარებისა, რაჲთა, ვითარცა შვილნი ღმრთისანი და ძმანი, შობილნი წმიდისა ემბაზისანი, ესრეთ ვიყუარებოდით ურთიერთას.

სააღდგომო ეპისტოლე 1994 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილებს::

...სტესი დღესასწაულია სიხარულისა. სიხარული, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ჩვენს გულებს და ჩვენც, ამ გრძნობით გაბრწყინვებულნი, სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს, რადგან ეს სიხარული არამიწიერი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომლის უშრეტი წყარო უფალი ბრძანდება, ამიტომაც წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი: „ღმერთი სიყუარული არს“ ().

ჩვენ რეალურად უნდა აღვიქვათ სამყარო, მაგრამ ეს ხედვა, აუცილებლად, სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული, რადგან თვით სამყარო მთელი თავისი არსით ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია.

ცნობილი ფილოსოფოსი ი. პავლოვი წერდა: „ცხოვრება მკვეთრად გამოყოფს ადამიანთა ორ ძირითად სახეს: მხატვრებს და მოაზროვნეთ. მათ შორის დიდი განსხვავებაა. მხატვრები სრულად, მთლიანად, ყოველგვარი დანაწილებისა და ჩამონაჭრების გარეშე იწოვენ სინამდვილეს. მოაზროვნენი კი - ყოფენ, აცალკევებენ მას და შემდეგ ამ ნაწილებს აერთებენ და ცდილობენ ასეთი სინამდვილე ხელახლა გააცოცხლონ“ (ტ. 3. გვ. 213, 1951 წ.). როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის აუცილებელია სიყვარულით ცხოვრება.

ადამიანი და საერთოდ ყოველი ხილული თუ უხილავი, - ღვთის ქმნილებაა. ამიტომაც ვალდებულნი ვართ სულიერი თვალით მოვიძიოთ და დავინახოთ შემოქმედი ჩვენი და მივსდიოთ მას.

წმ. ირინეოსი გვარიგებს, არ შევეწინააღმდეგოთ ღვთ...

სრულად ნახვა