თარგმანი: კუალად მწვალებელთა პირსა სცემს და ძირითურთ აღმოჰფხურის ბოროტსა მათსა ზედაჲს-ზედა თქუმითა, ვითარმედ არა სხუაჲ არს იესუ, მარიამისგან შობილი და სხუაჲ — ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, არამედ ერთ არს და იგივე უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე, პირველ საუკუნეთა მხოლოდშობილი მამისაგან, და იგივე უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჴორცშესხმული ქალწულისაგან, ღმერთი და კაცი, ერთი გუამი ორითა ბუნებითა.
1. ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს.2. იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს.
1 იოანე თავი 5