თარგმანი: რომელთა სარწმუნოებასა თანა მართალსა საქმენიცა სათნოებისანი წარჰმართნენ, ესევითარნი იგი ღმრთისაგან იშვებიან, და ღმრთისაგან შობილნი იგი ამით საყუარელ იქმნებიან, რაჲთა სიყუარულითა მათითა ცხად ვყოთ სიყუარული მშობელისა მის მათისა ღმრთისაჲ, რომლისა სიყუარულ არს დამარხვაჲ მცნებათა მისთაჲ, რომელი ჴმობს: "უღელი ჩემი ტკბილ არს და ტჳრთი ჩემი — მცირე" (), რამეთუ არა ბრპენის სახედ ქუე-დამზიდველ არიან სათნოებანი, არამედ ფრთე ექმნებიან სულსა, აღმყვანებელ ზეცად. გარნა ჩუენ ჴორცთ-მოყუარებაჲ მძიმედ აღგჳჩენს მათ, რომელთა შინა რაჲ სიმძიმე არს, რაჟამს გუეტყოდინ შეყუარებად ღმრთისა, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და შეყუარებად ძმათა ჩუენთა. რამეთუ არა გამოყვანებასა საპყრობილით, არცა აღდგინებასა სნეულისასა, არამედ მისლვასა ოდენ გუამცნებს ხილვად მათდა. არცა მრავალფერთა სანოვაგეთა მიცემად მშიერისა, არამედ პურსა — საჭიროა საზრდელსა, და ამას აღიარებს დღესა მას საშჯელისასა მადლობით ჩუენთჳს: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასჳთ" () და შემდგომი ამისი. ამას...
1 იოანე 5:2
1. ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს.2. იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს.3. ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია.
1 იოანე თავი 5