მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 5:18

17. ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი.18. ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას.19. ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული.
1 იოანე თავი 5
18. ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას.
თავი ზ̂. შეწევნისათჳს შეცოდებულისა ძმისა ლოცვისა მიერ და ცოდვისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიცით, რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, არა ცოდოს, არამედ რომელი-იგი შობილ იყოს ღმრთისაგან, დაიმარხოს თავი თჳსი და ბოროტი მას არ შეეხოს (5,18).:

თარგმანი: უკუეთუ ქმნითა სიმართლისაჲთა მიემადლების კაცსა ღმრთისაგან ყოფალჲ, ცხად არს, ვითარმედ სიმართლისა და ცოდვისა მოქმედებაჲ ერთბამად შეუძლებელ არს. ამისთჳსცა, რომელსა ენებოს, რაჲთა ღმრთისაგან იშვეს მოქმედებითა სიმართლისაჲთა, ესევითარი იგი დაიმარხავს თავსა თჳსსა შეუხებელად ყოვლისაგან ცოდვისა, და ესრეთღა ბოროტი მას არ შეეხოს. ხოლო თქუა რაჲ მოციქულმან დაცვაჲ თავისაჲ, პირსა დაუყოფს მწვალებელთა, რაჲთა არა თქუან კაცისათჳს, ვითარმედ ბუნებით ღმერთქმნულ არს; ესე ნუ იყოფინ; არამედ მადლით ღმერთ იქმნების, რაჟამს კრძალულებით დაიცვას თავი თჳსი ყოვლისაგან ბოროტისა და სიწმიდით მოქალაქობითა იქმნას მადლით შვილ ღმრთისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის