თარგმანი: რომელი არა წარმდებებით და არცა მეცნიერებით, არამედ უმეცრებით სცთებოდის, ესევითარისა მის ცოდვაჲ არა სასიკუდინე არს. რამეთუ ვითარ-იგი არიან სენნი სასიკუდინენი და არა სასიკუდინენი, ეგრეთვე იხილვების ცოდვათაცა შორის. და ვითარ-იგი თქჳს მკურნალმან, ვითარმედ: ამისი სენი არა სასიკუდინე, არცა განსაწირველ არს; და კუალად სხჳსათჳს თქჳს: ამას არაჲ ეკურნების, რამეთუ სასიკუდინე არს; ეგრეთვე ცოდვანი — სენნი არიან სულისანი. და რომელი უმეცრებით ცოდვიდეს, ამისი სენი არა სასიკუდინე არს, არამედ ადვილად განიკურნების სწავლითა და ვედრებითა ღმრთისა მიმართ. და კუალად, რომელი დაღაცათუ მეცნიერებით ცოდვიდეს, არამედ არა წარმოებებით, გარნა ჩუეულებისა მიერ იმძლავრებოდის, ეგევითარი დაღაცათუ მძიმედ საკურნებელ არს, არამედ არავე სრულიად სასიკუდინე, რამეთუ განიკურნების შეწევნითა წმიდათა ლოცვისათა, რაჟამს თჳთცა თანა-შეეწეოდის მათ, ქონებითა მტკიცისა სარწმუნოებისაჲთა ღმრთისა მიმართ და მოძღუართა მიმართ სულიერთა. ხოლო ცოდვა სასიკუდინე და ყოვლად უკურნებელ არს, რაჟამს ქონებითა ბოროტისა ურწმუნოებისაჲთა ცოდვასა ზედა-დაჰრთოს სასოწარკუეთილებაჲ მსგავსად იუდაჲსსა და...
1 იოანე 5:17
16. თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი.17. ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი.18. ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას.
1 იოანე თავი 5