თარგმანი: ესე არს, რომლისათჳს პავლე იტყჳს, ვითარმედ: "გონებაჲ ქრისტესი გუაქუს" (), რამეთუ მან თავადმან მოსლვითა თჳსითა მოგუცა ჩუენ ცნობაჲ ღმრთისა მამისაჲ, და ვიცანთ რაჲ მამაჲ ძისა მიერ, შევირაცხენით ჩუენ მადლით, რაჲ იგი არს ბუნებით; და მადლითა მით შვილებისაჲთა ვიწოდენით ძმა ბუნებით ძისა ღმრთისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან თქუა: "წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ" (). ესრეთ უკუე ძისა მიერ მოგუეცა ჭეშმარიტი ცნობაჲ ღმრთისა მამისაჲ და მამისა მიერ მონიჭებითა სულისა წმიდისაჲთა მოვიგეთ განუშორებელობაჲ ძისა მისისაჲ, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელ-იგი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ და ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა.
19. ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული.20. ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.21. შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. ამინ.
1 იოანე თავი 5