თარგმანი: საკჳრველ არს, ვითარ ყოველსა ეპისტოლესა შინა სისრულესა წამებს მეცნიერებისა მათისასა, რომელთა მიმართ მისწერს. ხოლო აწ დასასრულსა ამცნებს კრძალვად კერპთაგან. ცხად არს, ვითარმედ სიმრავლესა შინა ეკლესიისა შვილთასა ვერ ეგების ყოველთაჲ სრულ ყოფაჲ. ამისთჳს უსრულთა მიმართ და აწღა წარმართობისაგან მოქცეულთა იტყჳს, რაჲთა დაიცვნენ თავნი თჳსნი კერპთაგან, და არცა ერთსა რას ჩუეულებასა ჰყოფდენ უსულოთა მათ და ყრუთა პატივისასა, არამედ ჩუენდაცა ყოველთა საჴმარ არს სწავლაჲ ესე, რაჲთა დავიცვნეთ თავნი თჳსნი კერპებისაგან ვნებათაჲსა, და არარაჲ აღვჰმართოთ შინაგან ჩუენსა კერპი სოფლიოჲსა და ვნებულისა გულისთქუმისაჲ, არამედ წმიდად დაუმარხნეთ სული და ჴორცნი ჩუენნი სიძესა მას ჩუენსა უკუდავსა ქრისტესა. მისსა დიდებაჲ თანა მამით და ყოვლადწმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
1 იოანე 5:21
20. ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.21. შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. ამინ.
1 იოანე თავი 5