მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 5:6

5. ვინ არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?6. ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება.7. ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია.
1 იოანე თავი 5
6. ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება.
თავი ვ̂. ღმრთისმეტყუელებისათჳს ძისა დიდებითა მამისაჲთა და ძლევისათჳს ბოროტისა, სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ცხორებად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა - იესუ ქრისტე. არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითაცა. და სული არს, რომელი წამებს, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ (5,6).:

თარგმანი: რაჲთა საცნაურ იქმნას, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, არამედ ჭეშმარიტად ღმერთი და კაცი, ამისდა უწყებად განიგუმირა რაჲ ჯუარსა ზედა, არა ხოლო სისხლი გარდამოჴდა, ვითარცა ლიტონისა კაცისაჲ, არამედ ერთბამად სისხლი და წყალი, ვითარცა ღმრთისაგან ჩუენთჳს ჴორცშესხმულისა. ამისთჳს არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითა საცნაურ ყო, ვითარმედ ორნი ბუნებანი ჰქონან მას —ღმრთეებისა და კაცებისაჲ; და არა ხოლო ჯუარცუმასა, არამედ ჴმითა მამისაჲთა იორდანეს წამებასა მისსა სულისა მიერ განცხადებულად იწამა, ვითარმედ იგი არს ღმერთი და კაცი, ერთი გუამითა და მრჩობლი ბუნებითა. და ჭეშმარიტ არს წამებაჲ ესე ჴმითა მამისაჲთა, რამეთუ სულ არს ღმერთი, და გარდამოსლვითა სულისაჲთა, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ.

იოვანეს კათოლიკეთაგან თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
იოვანესი: რამეთუ ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა (5,6).:

თარგმანი: ესე არსო, რომელმან ნოეს ზე მოავლინა წყლით რღუნაჲ და აწ განჴორციელდა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის