მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოვანეს კათოლიკეთაგან თავი 1

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

იოვანეს კათოლიკეთაგან:

იოვანესი: რამეთუ ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა (5,6).

თარგმანი: ესე არსო, რომელმან ნოეს ზე მოავლინა წყლით რღუნაჲ და აწ განჴორციელდა.

მოციქულისაჲ: იესუ ქრისტჱ, არა ხოლო წყლითა, არამედ წყლითა და სისხლითა (5,6).

თარგმანი: არა ნოეს ზე ოდენ მოვიდა, არამედ ჴორციელადცა გამოჩნდა.

მოციქულისაჲ: სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული, სისხლი და წყალი, და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან (5,7-8).

თარგმანი: სამნი ესე არიან — მამაჲ, და სული წმიდაჲ; და თჳთ თავისა თჳსისა, და სამნივე ერთისა მიმართ არიან ერთღმრთეება, ერთნება, ერთმეუფება.