თარგმანი: სულისა მიერ წმიდისა იწამა ქრისტე, რაჟამს გარდამოჴდა მის ზედა იორდანეს, და კუალად — სისხლითა მით და წყლითა, ჯუარსა ზედა საცხორებელად სოფლისა დათხეულითა, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, არამედ ღმერთი და კაცი, და ვითარმედ ერთ არს გუამითა და ერთ ქრისტე სახელის-დებითა, იგივე ღმერთი და კაცი, და თავსა შორის თჳსსა შეურევნელად ჰქონან ორნი ბუნებანი - ღმრთეებისა და კაცებისანი.
1 იოანე 5:8
7. ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია.8. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია.9. თუ კაცთა მოწმობას ვიღებთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, რადგანაც ეს არის საღმრთო მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე.
1 იოანე თავი 5