თარგმანი: სიტყუაჲ ჯუარისაჲ და საქმე ესე ქრისტიანობისაჲ და ქადაგებაჲ ესე წინაშე წარწყმედულთა მათ ურწმუნოთა სიცოფედ შერაცხილ არს, რამეთუ, რაჟამს ვიტყოდით თუ — ძე ღმრთისაჲ ჯუარს-ეცუა და მოკუდა და აღდგა და ჯუარითა სიკუდილი დაიჴსნა, და ვითარმედ აღდგებიან მკუდარნი და იქმნების საშჯელი, — ესე ყოველი სიცოფედ შეურაცხიეს, თუ ვითარმცა კაც იქმნა ღმერთი და ჯუარს-ეცუა, და ყოველი იგი ზღაპრად შეურაცხიეს და სიცოფედ. ხოლო ჭეშმარიტად წარწყმედილნი არიან იგინი, რომელთა საქმენი იგი, ღმრთისა მიერ კაცთა საცხორებელად მოცემულნი, მათ სიცოფედ შეურაცხიან.
17. რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.19. რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1