მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:21

20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?21. რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.22. ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
21. რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სიბრძნითა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-უჩნდა ღმერთსა სისულელითა მით ქადაგებისაჲთა ცხორებად მორწმუნეთა მათ (1,21).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მით ღმრთისა მიერით, რომელი მოსცა მან კაცთა, ვერ იცნეს სიბრძნითა მით, რომელი ჩანს დაბადებულთა შორის, ცასა ზედა და ქუეყანასა და მზესა და მთოვარესა, და სხუათა ყოველთა დაბადებულთა ღმერთი; რამეთუ ღმერთმან მისცა მათ სიბრძნე და სწავლულებაჲ, რაჲთამცა მის სიბრძნისა მიერ გულისჴმა-ყვეს სიბრძნე იგი ღმრთისაჲ, რომელი ჩანს ამათ ყოველთა დაბადებულთა შინა. და მის სიბრძნისა გულისჴმის-ყოფითა იცნეს-მცა ღმერთი, არამედ მათ არა ქმნეს ესე. ამისთჳს ღმერთმან კუალად მათი სიბრძნე უჴმარ ყო, და სისულელითა მით ქადაგებისაჲთა სოფელი აცხოვნა. ხოლო სისულელედ ქადაგებისა იტყჳს, ერთად, სიმარტივესა მას სიტყუათა ქრისტეს ქადაგებისათასა, და რამეთუ არა არიან ესრეთ ძნელ ამაოდ, ვითარ საწარმართონი იგი. და კუალად, სისულელედ იტყჳს, რომელ-იგი ზემო თქუა თუ წარმართთა წინაშე სიცოფედ ჩანს სიტყუაჲ ჯუარისაჲ, და აქაცა ვითარცა მათ მაგიერ თქუა.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვინაჲითგან სიბრძნითა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ (1,21).:

თარგმანი: სიბრძნედ ღმრთისა, აწინდელსა ამას ადგილსა, ხილულთა ამათ დაბადებულთა უწოდს, —ცასა და ქუეყანასა და მათ შორის მყოფთა მათ ნივთთა. ვინაჲთგან სოფელმან შუენიერებისა ამისგან მსოფლიოჲსა აგებულებისა ვერ იცნა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ ჯუარისა მიერ, რომელი-იგი წარწყმედულთა მათ მიერ და ურწმუნოთა - სისულელედ შერაცხილ არს.

კჳრილესი: სიბრძნედ ღმრთისა კაცობრივსაცა ამას უწოდს გულისჴმის-ყოფასა და ენამჭევრობასა, რომელ არს ყუავილოვნებაჲ სიტყუათაჲ, რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ გონებისა შემოქმედ ღმერთი არს, და მომნიჭებელ ცნობისა და ენა-კეთილობისა, რომელნი-ესე წარმართთა არა კეთილად იჴუმინეს. და კუალად, სისულელედ ქადაგებისა სახელ-სდებს სიმარტივესა სიტყუათასა. რამეთუ სოფლურ იყვნეს ენითა ღმრთივგანბრძნობილნი იგი მოწაფენი სიტყჳსანი, ხოლო მდიდარ და სრულ იქმნნეს მეცნიერებითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის