თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ვჰრქუათ ჰურიასა თუ — "გრწმენინ!" — მეყსეულად სასწაულებსა და ნიშებსა ეძიებს დასამტკიცებლად ქადაგებისა მის. ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტეს ჯუარცუმულსა, რომელი-ესე არა თუ ოდენ არა საკჳრველებისა ოდენ საქმედ არა ჩანს, არამედ უფროჲსად უძლურებასაცა აჩუენებს, თუ ჴორციელად ვინ გულისჴმა-ჰყოფდეს. გარნა ამით, ჴორციელთა საცნობელთა წინაშე უძლურად შერაცხილითა, და წინააღმდგომად მათისა თხოვისა, არა მცირედნი მოიქცევიან სარწმუნოებად რომელ-ესე დიდსა მას ძალსა ღმრთისასა გამოაჩინებს. კუალად წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ ჩუენგან, არამედ მათცა ჯუარსა უქადაგებთ, რომელ-ესე ჴორციელითა გულისსიტყჳთა სისულელედ და სიცოფედ ჩანს ქადაგებაჲ ჯუარცუმულისა ღმრთისაჲ, არამედ ეგრეთცა ჰრწამსვე. აწ უკუე, არა დიდი საკჳრველი არს-ა ესე, რომელ თხოვისა მის მათისა წინააღმდგომთა საქმეთაგან მოიქცევიან? და კუალად ესეცა ძალი აქუს სიტყუასა ამას, ვითარმედ: ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ და წარმართნი — სიბრძნესა, ჰპოებენ ორნივე ქრისტეს თანა, რასა-იგი ეძიებენ. ვითარ? —გარნა ესრეთ, რამეთუ ურწმუნოთა ჰურიათათჳს დაბრკოლება არს და საცთურად უჩნს ჩუენი...
21. რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.22. ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.23. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,
1 კორინთელთა მიმართ თავი 1