მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:26

25. რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი.26. დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
26. დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო (1,26).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: იხილეთ-ღა და გულისჴმა-ყავთ, თუ რაბამი ძალი აქუს ჩინებასა მას, რომლითა იჩინენით, რომელ არს ქრისტიანობაჲ, რამეთუ არა ბრძენთა მიერ ჴორციელთა, არამედ უსწავლელთა მიერ ეგევითარნი და ღმრთივშუენიერნი საქმენი გასწავლნა და კუალად, თქუენ უსწავლელნი ეგე მრავალნი ესევითარსა გულისჴმის-ყოფასა მოგიყვანნა, რომელსა ვერ მისწუთეს ყოველნი ბრძენნი სოფლისანი.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო. არა მრავალნი ბრძენ არიანა ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიანა, არა მრავალნი აზნაურ არიანა? (1,26).:

თარგმანი: რომელთამე სამოციქულოთა წიგნთა ნაცვალად "თქუენისა" —"ჩუენი" პოვნილ არს, ვითარ იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ხედევდით ჩინებულებასა ჩუენსა, ძმანო. ხოლო ესე ზოგად ყოველთა მიერ უსაკუთრეს არს, რაჲთა არა კითხვის სახედ წარიკითხვოდინ სიტყუანი ესე, არამედ ესრეთ, ვითარმედ: არა მრავალნი ბრძენ არიან ჴორციელად; არა მრავალნი ძლიერ არიან; არა მრავალნი აზნაურ არიან. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: "განიცადეთ-ღა, თუ რაბამ დიდად შემძლებელ არს ჩინებულობაჲ, რამეთუ წოდებასა ამას ჩუენსა არა მრავალნი მოსრულ არიან და ძლიერთა და აზნაურთაგანნი! ხოლო "ჴორციელადი" ზოგად სამთათჳსვე უთქუამს, ვითარმედ: ესევითარი იგი სიბრძნე და ძლიერებაჲ და აზნაურებაჲ — ჴორციელნი ოდენ არიან და ჴორცთა ატივნი გარეშენი, და არა შინაგანნიცა და სულისანი. ხოლო არა იტყჳს, ვითარმედ: "არცა ერთი ვინ არს სარწმუნოებად ნდა მოსრული, ბრძენთა და ძლიერთა და აზნაურთაგანი, არამედ არა მრავალნი არიანო, თჳნიერ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის