მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:27

26. დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.28. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან (1,27).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მარადის ღმერთმან გლახაკნი გამოირჩინა და შეურაცხნი, რაჲთა ძლიერთა მათ ურწმუნოთა არცსჳნოს. ხოლო რაჟამს გესმას თუ "გამოირჩინა", ნუ-სადა მოიგონო ესე თუ ღმერთსა ენება, რაჲთამცა გლახაკნი იგი და უნდონი გამოაჩინნა და შეიწყალნა და მდიდარნიმცა სირცხჳლეულ ყვნა; არამედ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ღმერთმან გამოირჩინა გლახაკნი და შეურაცხნი ამისთჳს, რამეთუ იგინი შეუდგეს სარწმუნოებასა მისსა. რამეთუ, გინა თუ მდიდარი მოვიდეს სარწმუნოებად, გინა თუ გლახაკი, გამორჩეულ ეწოდების. ვინაჲთგან უკუე უმეტესნი გლახაკნი მოვიდეს სარწმუნოებასა მას, ამისთჳს რჩეულ უწოდა მათ. არა თუ, რამეთუ მდიდარნიცა არა იქმნებოდეს რჩეულ, უკუეთუმცა ენება! ჰე, და ფრიად კეთილადცა, ვითარცა იქმნესცა მრავალნი, ვითარ დიონოსი არიოპაგელი, ვითარ კლემენტოს ჰრომი, ვითარ სხუანი მრავალნი. ხოლო რომელნი დაშთეს და არა იქმნეს რჩეულ, თჳსთა ბოროტთა ნებათაგან არა იქმნეს, რამეთუ არა ინებეს. თუ არა, ღმერთსა ყოველთაჲ ენება ცხორებაჲ და ყოველთა უწოდა, ვითარცა სახარებასა შინა იტყჳს უფალი იგავსა მას მეუფისა მისთჳს სახიერისა, რომელმან ქმნა ქორწილი ძისა მისისაჲ და მოუწოდა მრავალთა...

სრულად ნახვა
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა; და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არაარსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს (1,27-28).:

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ჩუეულებაჲ აქუს ღმერთსა გამორჩევად უნდოთა და შეურაცხთა, რაჲთა მათ მიერ არცხჳნოს დიდთა და შერაცხილთა. ხოლო შენ ნუ გგონიეს, ვითარმცა ამათითა აღრჩევითა მათ გარემიაქცევდა; ნუ იყოფინ! რამეთუ მას თავადსა ყოველთაჲვე სწორად ჰნებავს ცხორებაჲ და, ვითარცა წინაჲსწარმეცნიერი, მათ აღირჩევს, რომელთაჲ უწყოდის, ვითარმედ ისმენენ წოდებასა მისსა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ სიბრძნესა და ძლიერებასა და აზნაურებასა ზედა სოფლიოსა აღზუავებულნი თჳთ ნებსით განვარდებიან მისგან ამპარტავანებითა თჳსითა. ხოლო მდაბალნი იგი და შეურაცხნი ჴორციელად - სიმდაბლით მსმენელ და მორჩილ არიან ბრძანებათა მისთა. ამისთჳს დაღაცათუ ესოდენ უნდო იყვნენ, რომელ "ყოვლად არაარს" სახელ-ედებოდის უცნაურებისათჳს და შეუსწავებლობისა, გარნა არა ხოლო მარცხჳნებელ, არამედ განმაქარვებელცა იპოებიან ყოვლად აღზუავე, რაჟამს შინა მათსა წარჴდეს. ხოლო ამათი უპატიოებაჲ სარწმუნოებისა მიერ <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის