თარგმანი: ესე რაჲ გესმას თუ — "რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა და მდიდართა" — ესე გულისჴმა-ყავ მათ ბრძენთათჳს და მათ ძლიერთა, რომელნი თჳსსა სიბრძნესა და დიდებასა და სიმდიდრესა ესვიდეს, და არა მოვიდეს სარწმუნოებად; რამეთუ, ვინაჲთგან მოსცა კაცთა მათ ღმერთმან სიბრძნე და სწავლულებაჲ, რაჲთამცა იცნეს ღმერთი, ხოლო მათ იჴმარეს იგი ბოროტად და უფროჲსად ჰგონებდეს თუმცა ქრისტეს ქადაგებაჲ დაჰჴსნეს. ხოლო იხილა რაჲ ღმერთმან მათი უკეთურებაჲ, უფროჲსად სირცხჳლეულ ყვნა უსწავლელთა მიერ და უაზნოთა, რამეთუ ჭეშმარიტად ესე არს დიდი იგი ძლევაჲ არს ქრისტესი, რომელ სულელთა მათ მიერ სძლევდა ბრძენთა.
1 კორინთელთა მიმართ 1:28
თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ჩუეულებაჲ აქუს ღმერთსა გამორჩევად უნდოთა და შეურაცხთა, რაჲთა მათ მიერ არცხჳნოს დიდთა და შერაცხილთა. ხოლო შენ ნუ გგონიეს, ვითარმცა ამათითა აღრჩევითა მათ გარემიაქცევდა; ნუ იყოფინ! რამეთუ მას თავადსა ყოველთაჲვე სწორად ჰნებავს ცხორებაჲ და, ვითარცა წინაჲსწარმეცნიერი, მათ აღირჩევს, რომელთაჲ უწყოდის, ვითარმედ ისმენენ წოდებასა მისსა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ სიბრძნესა და ძლიერებასა და აზნაურებასა ზედა სოფლიოსა აღზუავებულნი თჳთ ნებსით განვარდებიან მისგან ამპარტავანებითა თჳსითა. ხოლო მდაბალნი იგი და შეურაცხნი ჴორციელად - სიმდაბლით მსმენელ და მორჩილ არიან ბრძანებათა მისთა. ამისთჳს დაღაცათუ ესოდენ უნდო იყვნენ, რომელ "ყოვლად არაარს" სახელ-ედებოდის უცნაურებისათჳს და შეუსწავებლობისა, გარნა არა ხოლო მარცხჳნებელ, არამედ განმაქარვებელცა იპოებიან ყოვლად აღზუავებულთა მათ, რაჟამს მათი დიდებაჲ ? [· · ·] შინა მათსა წარჴდეს. ხოლო ამათი უპატიოებაჲ სარწმუნოებისა მიერ <span...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის