თარგმანი: ესე ყოველი ამისთჳს იქმნაო, რაჲთა არავის შეერაცხოს თავი თჳსი რადმე, არცა თავსა ზედა თჳსსა იქადოდის, არამედ ყოველი სიქადული ყოველთავე ღმრთისა მიერ აქუნდეს. რამეთუ, ვინაჲთგან ვიეთნიმე კორინთელთგანნი ზუაობდეს და იქადოდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ესე ყოველი ამისთჳს ქმნა ქრისტემან, ჵ კაცნო, რაჲთა არღარა ვზუაობდეთ თავთა ჩუენთა ზედა, არამედ ვიჴსენებდეთ, რაჲ ქმნა ჩუენ თანა ქრისტემან, და სიმდაბლით ვჰმადლობდეთ მას.
თარგმანი: ზემო თქუმულთა ამათ პირთა საწამებელად შემოიღებს სიტყუასა ანნაჲსსა და იერემიაჲსსა, და ესრეთ ასწავებს კორინთელთა, რაჲთა თავისა თჳსისად არცა ერთი რაჲ შეერაცხოს წარმატებათაგანი, რამეთუ ესე არს უფლისა მიერ სიქადული.
...იმიტომ, რომ ეს საქმე ყველგან აკრძალული არ არის; ზოგჯერ აუცილებელიცაა. უფრო სწორად, არის ისეთი შემთხვევაც, როცა ქადილით კი არა, ქადილისგან თავის შეკავებით ვხდებით უგუნურნი. ამიტომაც პავლე ამბობს: „რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის“ (). რადგან ვინც ჯვრით არ იქადის, ყველაზე უგუნურიცაა და ყველაზე ურჯულოც; ვინც რწმენით არ იქადის, ყველაზე საბრალოა; ხოლო ვინც ამ ყოველივეთი არ იქადის და კადნიერებით არ აღიარებს, იგი უთუოდ დაიღუპება. ამიტომაც მოციქული გაბედულად ამბობდა: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“ (). და კვლავ: „ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა“ (), ნურც ბრძენი „სიბრძნისა მიერ თჳსისა“ (), არამედ „ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა“ (). მა...