მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:4

3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ.4. მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ.5. რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
4. მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს (1,4).:

თარგმანი: გუასწავლის ჩუენ მოციქული მადლობასა ღმრთისასა, და ამისთჳს ყოველთა მათ ებისტოლეთა შინა მისთა დასაბამად მადლობაჲ დაუწესებიეს, რაჲთა ვისწავოთ ჩუენცა ყოველსავე კეთილსა ზედა ღმრთისა მადლობაჲ, რამეთუ მის მიერ არს ყოველი ნიჭი კეთილი და სრული. ეჰა სიყუარული ყოვლადწმიდისა მის სულისაჲ, რომელი აქუნდა ღმრთისა მიმართ! ამისთჳსცა მარადის ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, "ღმერთსა ჩემსა", რამეთუ სიტყუაჲ ესე ფრიადისა სიყუარულისა გამომაჩინებელი არს.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს (1,4).:

თარგმანი: აჰა ესე ფრიადითა სიმდიდრითა სიყუარულისაჲთა ზოგადი იგი ყოველთა ღმერთი თჳსად განიკუთნა, მითვე საწინაჲსწარმეტყუელოთა კუალთა შედგომითა, ვითარ-იგი იტყჳს, ვითარმედ: "უფალო ღმერთო ჩემო", რამეთუ რომელი ამას იტყოდის, ყოველთავე კაცობრივთა ზრუნვათაგან განშორებაჲ უჴმს, და მხოლოდ მისსა ოდენ ნებასა შედგომაჲ, რომელსა-იგი თჳსად უწოდდეს, და ესრეთ, წღ- მადლობაჲ მისი, გინათუ თჳსთა, ანუ თუ მოყუსისა კეთილთა ზედა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის