მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:6

5. რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით.6. ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში.7. ასე რომ, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, და მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას,
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
6. ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა წამებაჲ იგი განმტკიცნა თქუენ შორის (1,6).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარცა-იგი სიტყუათა მათ კეთილთა მიერ და ღმრთივმონიჭებულითა მით გულისჴმის-ყოფითა წამებაჲ იგი ქრისტესი, რომელ არს მისისა სარწმუნოებისა ქადაგებაჲ, რწმუნებულ იქმნა თქუენ მიერ და ესრეთ დაემტკიცა თქუენ შორის. ხოლო ესე საქმე იქმნა თქუენ შორის არა სიფრთხილითა თქუენითა ანუ სიბრძნითა მით კაცობრივითა, არამედ მადლითა ქრისტესითა.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის (1,6).:

თარგმანი: "ვითარცაჲ" ესე ნაცვალად "რომელთა მიერისა" არს, ვითარმედ: რომელთა მიერ (ესე იგი არიან სიტყუაჲ და მეცნიერებაჲ, ღმრთივ-მოცემულნი იგი ნიჭნი) წამებაჲ იგი ქრისტესი, რომელ არს ქადაგებაჲ მისი, განმტკიცნა თქუენ შორის. ხოლო რაჲ იყო ქადაგებაჲ მისი; თჳნიერ რამეთუ სიკუდილისა მიერსა ცხორებასა ყოველთა უქადაგებდა, ვითარმედ: "ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი" (). ამისთჳსცა მოციქული წამებად უწოდს ქადაგებასა ამას.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის