მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:8

7. ასე რომ, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, და მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას,8. ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.9. სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
8. ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელმან-იგი მტკიცე გყვნეს თქუენ სრულიად უბრალონი (1,8).:

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლნა გონებანი მათნი, რამეთუ თქუა რაჲ თუ "მტკიცე გყვნეს", უჩუენა, ვითარმედ შერყეულნი იყვნეს, რამეთუ სიმტკიცე მას უჴმს, რომელი შიშსა შინა დაცემისასა იყოს. ხოლო, თქუა რაჲ თუ "უბრალონი", გამოაჩინა, ვითარმედ ბრალსა ქუეშე იყვნეს.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,8).:

თარგმანი: დამტკიცებაჲ რაჲ თქუა, ცხად-ყო ჯერეთ შერყეულობაჲ მათი, და "უბრალოებითა" განუცხადა, ვითარმედ ჯერეთ ბრალსა ქუეშე არიან; ესე იგი იყო ბრალი, რამეთუ ქრისტეს მიერ გამოჴსნილნი კაცთა ვიეთმე მიეჩემებოდეს. ამისთჳს უფროჲს ყოველთა ებისტოლეთასა ამას ებისტოლესა შინა მოიჴსენებს სახელსა ქრისტესსა ზედაჲსზედა და მრავალგზის, რაჲთა, ვითარცა მთრვალთა კაცობრივისა რაჲსმე სიბრძნისაგან, განფრთხობა-სცეს, და მხოლოდ ქრისტესა ოდენ შემშჭუალნეს გონებანი მათნი; რაჟამს მეცნიერ ყვნეს, ვითარმედ არავისი კაცთაგანისა, მოციქულისა გინა მოძღურისა, სახელი წოდებულ არს, დამბადებელი და განმაახლებელი, დამამტკიცებელი და განმწმეაგან, და ყოველთა განშჯაჲ კმა არს საშიშ-ყოფად მომაქცეველად ყოვლისაგან , რაჲთა განწმედილი დაემთხჳოს დღესა მას მეორედ მოსლვისა მისისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის