თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად რაჲმე განაგრძო მხილებაჲ მათი, აწ სიტკბოებით ეზრახების და საყუარელად თჳსსა უწოდს მათ. ხოლო შენ იხილე, ვითარ არა ხოლო ვითარცა დამაბრკოლებელობისათჳს უძლურთა მათ ძმათაჲსა, არამედ, ვითარცა განცხადებულისა კერპთმსახურებისაგან, განაყენებს მათ ჭამისაგან ნაზორევთაჲსა.
1 კორინთელთა მიმართ 10:14
13. სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა.14. ასე რომ, ჩემო საყვარელნო, ეკრძალეთ კერპთმსახურებას.15. მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10