მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:15

14. ასე რომ, ჩემო საყვარელნო, ეკრძალეთ კერპთმსახურებას.15. მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ.16. კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა?
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
15. მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა ბრძენთა გეტყჳ თქუენ; გან-ღა-იკითხეთ, რომელსა-ესე გეტყჳ თქუენ (10,15).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო კერპთმსახურებად უწოდა ჭამასა ნაზორევთასა, და ესე ფიცხელ მხილება იყო მათდა, აწ ბრძნად წოდებითა განჰკურნებს მათ, და თჳთ მათვე დასხამს მსაჯულად, რომელნი-იგი მოქმედ იყვნეს ბრალისა მის, და სახეთა და იგავთა შემოღებითა წინა-დაუდებს მათ, ვითარმედ ერთ და იგივე არს კერპთმსახურებაჲ და ჭამაჲ ნაზორევისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის